მარტოხელა მონადირე

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 15 ნაწილი, 3976 მეტრი, 144 წუთი

გამოშვების წელი: 1989

 

დამდგმელი რეჟისორი: ქეთი დოლიძე
სცენარის ავტორი: ნიკიტა მიხალკოვი , ვიქტორ მერეჟკო , ალექსანდრე ადაბაშიანი
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ მედნიკოვი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი , დავით კანდელაკი
მონტაჟი: როზა ჯიკაევა

ხათუნა თვლის, რომ მის და ანდროს ოჯახურ ბედნიერებას მხოლოდ შვილი აკლია, მაგრამ ცხოვრება სხვა განსაცდელს უმზადებს - ხათუნას მთვრალი მოძალადეები გააუპატიურებენ. ცოლ-ქმრის გაუცხოება ამ დღიდან იწყება. მუდმივად დანაშაულის გრძნობით დათრგუნულ ხათუნას ქმართან ურთიერთობის ძალა აღარ შესწევს. ანდრო სახლიდან მიდის, მოძალადეთა ვინაობას დაადგენს და მათ დანაშაულის აღიარებას აიძულებს. მოძალადეები ფულს შესთავაზებენ. ანდრო მახეს დაუგებს. დამნაშავეებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ანდრო სასიკვდილოდ გაიმეტებს, ღირსებააყრილნი, მუხლმოდრეკით თხოვენ პატიებას. ანდრო მათ ფულს მიუყრის და ცოლს დაუბრუნდება.