დაიბადა ქ. მოსკოვში 1945 წლის 8 მარტს. დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი (ყოფილი სტროგანოვის). კინოში მოღვაწეობს 1974 წლიდან. არის სცენარის ავტორი ცნობილი ფილმებისა: ”დაუმთავრებელი მელოდია მექანიკური პიანინოსათვის” (1977), ”ხუთი საღამო”(1979), ”რამდენიმე დღე ი.ი. ობლომოვის ცხოვრებიდან” (1980). რუსეთის დამსახურებული მხატვარი (1983), ყაზახეთის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1978), ფელინის პრემიის ლაურეატი (1993, საუკეთესო ევროპული სცენარისათვის).