დაიბადა ქ. თბილისში 1925 წლის 30 დეკემბერს. 1943 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის მე-2 საშ. სკოლა. 1944-55 წ.წ. იყო ფეხბურთელი, თამაშობდა სსრკ-ს პირველობაზე - მოსკოვის ”ტრუდოვიე რეზერვის”, მოსკოვის ”კრილია სოვეტოვის” და თბილისის ”დინამო”-ს გუნდებში. 1956 წლიდან დღემდე მოღვაწეობს კულტურის სფეროში, იყო მინიატურების და ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორი, ფუნიკოლიორის დირექტორი, კინომსახიობთა თეატრის დირექტორი, მუსკომედიის თეატრის დირექტორი. ამჟამად არის ”მეგობრობის” თეატრის დირექტორი.