დღესასწაული

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 547 მეტრი, 20 წუთი

გამოშვების წელი: 1988

 

დამდგმელი რეჟისორი: გივი (ბესო) ოდიშარია
სცენარის ავტორი: გივი (ბესო) ოდიშარია
დამდგმელი ოპერატორი: დავით მეფარიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გულნარა ქურდიანი
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გ. რეისგოფი

მოზარდი ბიჭი საზეიმოდ მორთულ ხმაურიან ქუჩაში უცნობ, მანამდე უნახავ მამასთან შესახვედრად მიდის. ქვეყანა მორიგ საბჭოთა დღესასწაულს აღნიშნავს. ბიჭის ფსიქიკაში გარდატეხა ხდება - მოულოდნელად ის აცნობიერებს, რომ დღესასწაულის პომპეზურობა, ხალხის აღფრთოვანება ტყუილზეა დაფუძნებული, მთელი ქვეყანა ყალბი თავმოწონებით ცხოვრობს.