ბრავო, ალბერ ლოლიშ !

დრამა / რეტრო  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2625 მეტრი, 95 წუთი

გამოშვების წელი: 1987

 

დამდგმელი რეჟისორი: მერაბ თავაძე
სცენარის ავტორი: ლევან ჭელიძე
დამდგმელი ოპერატორი: იური კიკაბიძე , გია კუსრაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ჯემალ მირზაშვილი
კომპოზიტორი: გივი გაჩეჩილაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი , დუდარ მარგიევი
მონტაჟი: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი

ქალაქში პირველი ავტომობილის გამოჩენა თბილისელ მდიდარ საქმოსანთა დაინტერესებას იწვევს. ფრანგი ახალგაზრდა ალბერ ლოლიში, რომელიც ტრანსპორტის ამ ახალ სახეობას უწევს პროპაგანდას, მთელი ქალაქის მანდილოსანთა, მათ შორის ბეტი ზანდუკელის გულსაც იპყრობს. ბეტის მამა გამოარკვევს, რომ ლოლიში ფრანგული საავტომობილო ფირმის წარმომადგენელი კი არ არის, ერთი ღარიბი თვითმარქვია თბილისელია, რომელმაც ავტომობილი საკუთარი ხელით ააგო. მანქანის დამტვრევის შემდეგ ლოლიში ახალ ავანტიურას იწყებს და საქმოსნებს ნავთობის მომპოვებელ კომპანიაში ურჩევს ფულის დაბანდებას. თავადაზნაურები და მოტყუებელი საქმოსნები ლოლიშს დევნიან და კლავენ, როდესაც ის საჰაერო ბურთით ცაში აფრინდება.