სკაპენის ოინები

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 14 ნაწილი, 3605 მეტრი, 130 წუთი

გამოშვების წელი: 1984

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი კალატოზიშვილი , მიხეილ (უმც) კალატოზიშვილი
სცენარის ავტორი: ლეონიდ ზორინი
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: თეიმურაზ არჯევანიძე
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მონტაჟი: ჯულიეტა ბეზუაშვილი

მოლიერის პიესის მიხედვით. ორ დიდგვაროვან მეგობარს პირად ცხოვრებაში სირთულეები შეექმნება: ერთს მამის შერჩეული ქალის ცოლად შერთვა არ სურს, მეორე მშობლის დაუკითხავად, ფარულად დაქორწინდება საყვარელ ქალზე. მოხერხებული მსახურის, სკაპენის გამჭრიახობის წყალობით ახალგაზრდა ბატონები მშობლების რისხვას გადაურჩებიან. უკმაყოფილო არც სკაპენი დარჩება - მდიდარ მამიკოებს გვარიან თანხას დასტყუებს.