მაცივარში ვიღაც იჯდა

მთავარი icon ფილმები  icon მაცივარში ვიღაც იჯდა

მაცივარში ვიღაც იჯდა

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2038 მეტრი, 74 წუთი

გამოშვების წელი: 1983

 

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: ყარამან (გუგული) მგელაძე , ლევან ჭელიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: ნაუმ ფურმანი
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ლალი ლაფანაშვილი , ეთერ თავაძე
მონაწილეობენ: ბიძინა ჩხეიძე (მერაბი) , მაკა მახარაძე (ლია) , ზურაბ ყუფუნია (ნიკუშა) , რუსლან მიქაბერიძე (არსენა) , დოდო აბაშიძე (ლიას მამა) , თეიმურაზ ხელაშვილი (კოტე) , ალექსანდრე (სანდრო) სავიცკი (გივი) , ომარ გაბელია (შალვა) , ელენე (ლიკა) ჭავჭავაძე (ლიას დედა) , ლაურა რეხვიაშვილი (აზო) , ვახტანგ ელიოზიშვილი (პროფესორი ბერიძე) , ჟირაირ კარაპეტიანი (არტემ) , ზურაბ კვირკველია (ანზორი) , საბა პაპუაშვილი (ვასო) , იპოლიტე ხვიჩია , ზურაბ კაპანაძე , ივანე საყვარელიძე , ირმა გურიელი , რევაზ თავართქილაძე , მარინა ჯაიანი , გოგი ჩხეიძე , ნანა ალადაშვილი , თამარ ბააკაშვილი , ნუგზარ ლორია , შალვა გედევანიშვილი , ვიგენ ვართანოვი , ნათია გაბიძაშვილი

ახალგაზრდა მეცნიერი მერაბი დიდი ხანია საგონებელშია ჩავარდნილი. ის და მისი მეუღლე ლია ქერათმიანები არიან. სხვა ნათესავებიც, მათი ვაჟიშვილი კი შავტუხაა და ხუჭუჭთმიანი. მერაბი ცოლზე ეჭვიანობს. მისი აღგზნებული გონება რას აღარ წარმოიდგენს – დარწმუნებულია, რომ ბავშვი სამშობიაროში შეუცვალეს. მოულოდნელად სტუმრად სხვა ქალაქში მცხოვრები სიდედრი ეწვევათ, რომელიც მერაბს არასდროს უნახავს. ბავშვი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ბებიას.