ლომა, დავიწყებული მეგობარი

მთავარი icon ფილმები  icon ლომა, დავიწყებული მეგობარი

ლომა, დავიწყებული მეგობარი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1842 მეტრი, 67 წუთი

გამოშვების წელი: 1982

 

დამდგმელი რეჟისორი: ბიძინა რაჭველიშვილი
სცენარის ავტორი: გივი ბუთხუზი , ბიძინა რაჭველიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ კრეპსი
დამდგმელი მხატვარი: მერაბ ჯოხაძე
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: ოფელია გევორქიანი

გიორგი შვილის თხოვნას დაყვება და გამოსაზამთრებლად მასთან გაემგზავრება ქალაქში. დაცარიელებულ სოფელში გიორგის ეზო-კარს მხოლოდ ლომა, ერთი შეხედვით ავი კავკასიური ნაგაზი შემორჩება. დიდთოვლობით, მარტოობით, შიმშილით შეწუხებული ლომა მეზობელ სოფელს მიადგება. ძაღლი მაწანწალა ეგონებათ, ქვებს დაუშენენ, ხაფანგს დაუგებენ. ლომა დასახიჩრებული ფეხით შინ დაბრუნდება. გაზაფხულზე შინ დაბრუნებულ გიორგის ეზოდან ლომა გამოეგებება. მოხუცს ცრემლი მოერევა - ერთგულებაში ლომამ აჯობა.