დაქვრივებულ ბერნარდა ალბას თავისი ქალიშვილებისთვის ღირსეული სასიძო არ ეგულება, დათმობაზე წასვლა არ სურს, ურჩევნია ხუთივე შვილი შინაბერად დარჩეს. სახლში გამოკეტილ ქალიშვილებს საკუთარი ბედის არჩევისა და ცხოვრების მოწყობის უფლება არა აქვთ. სასურველი მამაკაცის, პეპეს გამო დები, ადელა და ავგუსტიასი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ადელა თავს ჩამოიხრჩობს.
გადაღებულია ფედერიკო გარსია ლორკის პიესის "ბერნარდა ალბას სახლის" მიხედვით.