კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის

მთავარი icon ფილმები  icon კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის

კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის

დეტექტივი  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2116 მეტრი, 76 წუთი

გამოშვების წელი: 1981

 

დამდგმელი რეჟისორი: ბაადურ წულაძე
სცენარის ავტორი: გია ბადრიძე , ბაადურ წულაძე
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: მიხეილ (მიკა) ოძელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი , იური რიშკოვი
მონტაჟი: ოფელია გევორქიანი

ციხიდან გამოპარული რეციდივისტი ოთარ ობოლაძე ძველ ქურდს, კარპოვიჩს აიძულებს ძარცვაში მონაწილეობაზე დათანხმდეს. საქმეში სტუდენტ ნუკრისაც ჩაითრევენ და მსხვერპლად ნუკრის მეგობრის მამას, ნიკო ჩლაიძეს აირჩევენ. ნიკო შვილის მეგობარს კარს გაუღებს, მაგრამ სანამ გაძარცვავენ, მოულოდნელად გულის შეტევით კვდება. კარპოვიჩი მონეტების მითვისებას შეეცდება. რისთვისაც მას ოთარი მოკლავს. გაქცეული ნუკრი მანქანით გადაიჩეხება. გამომძიებელი ზაზა ოთარის კვალს ბათუმში მიაგნებს. პეტრას ციხის ნანგრევებთან მიმწყვდეული ობოლაძე იძულებული გახდება კანონდამცავებს ჩაბარდეს.