ცხელი ზაფხულის სამი დღე

მთავარი icon ფილმები  icon ცხელი ზაფხულის სამი დღე

ცხელი ზაფხულის სამი დღე

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2459 მეტრი, 89 წუთი

გამოშვების წელი: 1981

 

დამდგმელი რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი
სცენარის ავტორი: დავით ჯავახიშვილი , ერლომ ახვლედიანი , მერაბ კოკოჩაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი გერსამია
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე
კომპოზიტორი: ნოდარ მამისაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: ჯულიეტა წოწონავა

ცნობილ მეცნიერს, უდაბნოს სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელს, სულხან იბერიელს სამუშაოს დასასრულებლად ბიუჯეტის სახსრები არ ყოფნის, იძულებულია დახმარებისთვის სხვადასხვა ინსტანციებს მიმართოს. სულხანის თავგამოდება ხშირად გადამეტებულად ეჩვენებათ, თვლიან, რომ ქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია მოსაგვარებელი. სულხანს მხარში უდგას ახალგაზრდა არქეოლოგი თამრიკო, რომელიც მასთან ერთად იბრძვის, რომ რუსი სამხედროების საწვრთნელ პოლიგონად გადაქცეული მონასტრის ტერიტორია განადგურებას გადაურჩეს. გათხრებს მაინც დააკონსერვებენ, მიწას მიაყრიან. ქალაქისკენ მიმავალი სულხანი უდაბნოს ველზე ინფარქტით კვდება.