სამანიშვილის დედინაცვალი

მთავარი icon ფილმები  icon სამანიშვილის დედინაცვალი

სამანიშვილის დედინაცვალი

ტრაგიკომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2373 მეტრი, 98 წუთი

გამოშვების წელი: 1977

 

დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი , იური სხირტლაძე
დამდგმელი მხატვარი: ბორის ცხაკაია , ჯემალ კუხალაშვილი , ნაუმ ფურმანი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი , ჯანსუღ კახიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ნელი ფარცვანია

ქვრივი აზნაური ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მამის სურვილი თავზარს დასცემს ბეკინას ვაჟს, გაღატაკებულ პლატონს, რომელიც გაჭირვებით ახერხებს საკუთარი წვრილშვილის რჩენას. ქონების მოზიარის გაჩენის შიში აიძულებს პლატონს, მამას საცოლე თავად გამოუძებნოს. სოფელ–სოფელ სიარულით ის სასურველ სადედინაცვლოს მიაგნებს, მაგრამ წვალება და დამცირება ფუჭად ჩაუვლის – ქალი, რომელიც ბეკინას ცოლობამდე ორჯერ ისე დაქვრივდა, რომ შვილი არ ყოლია, სამანიშვილებს მემკვიდრეს შესძენს.


გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით