ბაკულას ღორები

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 5 ნაწილი, 1297 მეტრი, 47 წუთი

გამოშვების წელი: 1976

 

დამდგმელი რეჟისორი: ბიძინა რაჭველიშვილი
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი , ბიძინა რაჭველიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი , ვასილ შუტოვი
დამდგმელი მხატვარი: ჯემალ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი
მონტაჟი: ჯულიეტა წოწონავა
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე

მეზობლის ღორების გაუთავებელი შემოსევით შეწუხებულმა გალაქტიონმა დახმარებისათვის სასამართლოს მიმართა. ბიუროკრატიულ მანქანასთან შეჯახებამ დაარწმუნა, რომ უბრალო ადამიანების მიმართ მართლმსაჯულება სრულიად გულგრილია. გალაქტიონს ჩივილი გვარიანი თანხა დაუჯდა, თუმცა ღორები მაინც ვერ მოიცილა.