ვერის უბნის მელოდიები

მთავარი icon ფილმები  icon ვერის უბნის მელოდიები

ვერის უბნის მელოდიები

მიუზიკლი  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2678 მეტრი, 97 წუთი

გამოშვების წელი: 1973 , პრემიერა: 1974

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი: გიორგი შენგელაია , ანზორ სალუქვაძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე მღებრიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ვახტანგ რურუა , ედუარდ ლაპკოვსკი
კომპოზიტორი: გიორგი ცაბაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონაწილეობენ: სოფიკო ჭიაურელი (ვარდო) , ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე (პავლე) , ია ნინიძე (თამრო) , მაია კანკავა (მარო) , დოდო აბაშიძე (პრისტავი-პოლიციის უფროსი) , ეროსი მანჯგალაძე (აღა გეურქოვი) , ზურაბ კიკალეიშვილი (ფოსტალიონი) , ალისა ფრეინდლიხი (აკვანარიხსკაია–ბალეტის მასწ.) , კახი კავსაძე (ინოჩენცი) , რამაზ ჩხიკვაძე (ვაჭარი პანკე) , გიორგი გეგეჭკორი (ფარმაცევტი) , გიორგი (გოგი) ქავთარაძე (პოლიციელი) , ბორის წიფურია (ძიბო) , ბაადურ წულაძე (პოლიციელი) , ოთარ ზაუტაშვილი (ყარიბი მიხა) , ლია გუდაძე (გეურქოვის მეუღლე) , მზია მაღლაკელიძე , ნანული სარაჯიშვილი (ტურფა) , მარინა კახიანი (გიმნაზისტი) , ზანდა იოსელიანი , ბონდო გოგინავა , აბესალომ ლორია , ნოდარ სოხაძე , გიორგი ჟუჟუნაშვილი , მანანა ორბელიანი
ფესტივალები და პრიზები:
1977

ჟიურის სპეციალური პრიზი, სან–სებასტიანის (ესპანეტი) საერთაშორისო კინოფესტივალი

მედროგე პავლეს გოგონები, მარო და თამრო ბალეტის სკოლაში სწავლაზე ოცნებობენ, მაგრამ ღარიბ პავლეს სწავლის ქირის გადახდა არ შეუძლია. მრეცხავი ვარდო გოგონების დახმარებას გადაწყვეტს – მდიდარ ვაჭარს, აღა-გეურქას ხბოს, შეშას და ძვირფას ქურქს მოპარავს, გოგონებს სახლსაც გაუთბობს და "ტანც-კლასის" ფულსაც გადაუხდის. ვარდოს ქურდობისთვის საპყრობილეში ჩასვამენ, მაგრამ მის მხარდასაჭერად მრეცხავები გაიფიცებიან და მალე მთელ ქალაქს ჭუჭყი მოედება. პოლიცმაისტერი იძულებული ხდება ვარდო გაათავისუფლოს და პავლეს გოგონები "ტანც-კლასში" ჩაარიცხინოს.