ჩემი ქალაქის ვარსკვლავი

მთავარი icon ფილმები  icon ჩემი ქალაქის ვარსკვლავი

ჩემი ქალაქის ვარსკვლავი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2465 მეტრი, 89 წუთი

გამოშვების წელი: 1970

 

დამდგმელი რეჟისორი: ოთარ აბესაძე
სცენარის ავტორი: ოტია იოსელიანი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი , ალექსანდრე დუბინსკი
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ვიქტორ ენგელსი
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე

ქმარს გაცილებული მსახიობი ქალის, ოლოლის ცხოვრება პროვინციული ქალაქის მკვიდრთა ჭორაობის საგანია. ოლოლი მამის თანამშრომელს მოსწონს, მაგრამ ქალს კარიერისტი თაყვანისმცემელი სასაცილოდ არ ყოფნის, მას მშენებლობის მძღოლი გუჯა უყვარს. ოლოლის გაცნობის შემდეგ გუჯა პირველად მოხვდება თეატრალთა წრეში, მათ ყოფას გაეცნობა, მაგრამ თავს ვერ დააღწევს საზოგადოების იმ ნაწილის აზრს, ვინც მსახიობის პროფესიას არასერიოზულად თვლის. ის ცოლად სხვა ქალს შეირთავს. ოლოლი ნუგეშს საყვარელ პროფესიაში პოულობს.