წყალდიდობა

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1894 მეტრი, 68 წუთი

გამოშვების წელი: 1970

 

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ გოშაძე
სცენარის ავტორი: არჩილ სულაკაური , თენგიზ გოშაძე
დამდგმელი ოპერატორი: ნიკოლოზ სუხიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი
მონტაჟი: ნელი დევნოზაშვილი

ძალ-ღონით სავსე, მაგრამ გულუბრყვილო მეთევზის, ლადოს სიკეთით ყველა სარგებლობს. განსაკუთრებით დაუნდობლად ექცევა მას წისქვილის გაიძვერა მეპატრონე სტეფანე. დროება იცვლება. სტეფანეს წისქვილზე სახელმწიფო ზედამხედველობა წესდება. გაავებული მეპატრონე ახალ წესებს ვერ ეგუება, ხვდება, რომ ახალ ცხოვრებაში მისი ადგილი არ არის. ადიდებული მტკვარი სტეფანეს წისქვილს წალეკავს და მის პატრონსაც თან წაიყოლებს.