ფილატელისტის სიკვდილი

მთავარი icon ფილმები  icon ფილატელისტის სიკვდილი

ფილატელისტის სიკვდილი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2185 მეტრი, 79 წუთი

გამოშვების წელი: 1969

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი კალატოზიშვილი
სცენარის ავტორი: ლევან ალექსიძე , გიორგი კალატოზიშვილი , ანზორ სალუქვაძე
დამდგმელი ოპერატორი: იური კიკაბიძე
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: კონსტანტინე პევზნერი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი
მონტაჟი: ლუსია ვარტიკიანი
მონაწილეობენ: რამაზ ჩხიკვაძე (ვაჩნაძე) , რუსუდან კიკნაძე (ანა) , ავთანდილ ქურდიანი (ლუკა) , ვახტანგ სულაქველიძე (ბერიძე) , გრიგოლ ტყაბლაძე (კასრაძე) , რამაზ გიორგობიანი (დათო კერესელიძე) , გივი თოხაძე (ფერაძე) , თემურ (მამა თეოდორე) ჩიხლაძე (სამსონა) , თენგიზ ნათაძე (გაიოზი–ყორანა) , სესილია თაყაიშვილი (დედა) , ოთარ ყიფიანი (ლაშა) , იპოლიტე ხვიჩია (შანათავა) , ივანე საყვარელიძე (კრიმინალისტი) , მავრ პიასეცკი (ფილატელისტი) , მერაბ გეგეჭკორი (ფილატელისტი) , ვიქტორ დეისაძე (ფილატელისტი) , დუდუხანა წეროძე , ზანდა იოსელიანი , ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი , რ. მაჭავარიანი , ნ. მამაცაშვილი , დიტო ალავიძე , გ. ჟღენტი , ირაკლი ქოქრაშვილი (სადგურის უფროსი)

საპროექტო ინსტიტუტის სალაროდან დიდ თანხას გაიტაცებენ. მოლარეს, ცნობილ ფილატელისტ კასრაძეს საკუთარ ბინაში მოკლულს აღმოაჩენენ. გამომძიებელი დაადგენს, რომ ორივე დანაშაული დირექტორის მოადგილემ, ფერაძემ ჩაიდინა. მან ჯერ თანხა გაიტაცა, შემდეგ შეშინებულ მოლარეს იშვიათი მარკების კოლექციის სანაცვლოდ დახმარებას დაპირდა. მოლარე მიხვდა, რომ ძარცვა ფერაძემ მოაწყო, მის დაკავებას შეეცადა და დამნაშავესთან ჭიდილში ტყვიამ იმსხვერპლა... გამომძიებელი მარკების გადამყიდველთან გამგზავრებულ ფერაძეს ოდესაში დააპატიმრებს.