ცისკრის ზარები

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1959 მეტრი, 71 წუთი

გამოშვების წელი: 1967

 

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: თეიმურაზ მაღლაფერიძე , ყარამან (გუგული) მგელაძე
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

სვანეთში სამუშაოდ ჩასული ახალგაზრდა მასწავლებელი ლადო პირველივე გაკვეთილით მოსწავლეების პატივისცემას მოიპოვებს. ლადოს ბიბლიოთეკარი ქალიშვილი ქეთუ შეუყვარდება, მაგრამ იგი ბავშვობიდან თანასოფლელ ჩოფეზეა დანიშნული. ჩოფე და მისი ძმა ლადოს არაერთხელ შეახსენებენ, რომ ადათის დარღვევა და სიტყვის გატეხა მთაში დაუშვებელია. ქალ-ვაჟი დრომოჭმულ წესებს წინ აღუდგება და შეუღლებას სოფელს ზარების რეკვით ამცნობს.