ზღვის შვილები

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2749 მეტრი, 99 წუთი

გამოშვების წელი: 1964 , პრემიერა: 1965

 

დამდგმელი რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
სცენარის ავტორი: გიორგი ხუხაშვილი , კონსტანტინე პიპინაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: ევგენი მაჭავარიანი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი

ზღვის ფსკერიდან ომის დროს ჩაძირული სეინერის, "იმედის" ამოტანა ეკიპაჟის ერთადერთ გადარჩენილ წევრს ვახტანგ ნიჟარაძეს მოგონებებს აუშლის, ახალგაზრდობის შეცდომებსა და გემის მეთაურ გურამ კალანდაძესთან დაპირისპირებას გაახსენებს. გურამთან ქიშპობა ვახტანგს არც ომის დღეებში შეუწყვეტია. "იმედის" ეკიპაჟის დაღუპვის შემდეგ სინდისმა შეაწუხა და დანაშაულის გამოსასყიდად ფრონტის წინა ხაზზე წავიდა... გავიდა დრო. კალანდაძის შვილი, უმცროსი გურამი სეინერის აღდგენაზე მუშაობს. მისი მოხუცი ბაბუისთვის "იმედის" აღდგენა დაღუპული შვილის გაცოცხლების ტოლფასია.


გადაღებულია გიორგი ხუხაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით