გენერალი და ზიზილები

მთავარი icon ფილმები  icon გენერალი და ზიზილები

გენერალი და ზიზილები

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 11 ნაწილი, 2920 მეტრი, 105 წუთი

გამოშვების წელი: 1963 , პრემიერა: 23.11.1964

 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორი: ნ. შპანოვი , ალექსანდრე ფილიმონოვი , მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: მიხეილ კალატოზიშვილი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ბრუნო ოია (ვლადეკ ლეხოვსკი) , ვერიკო ანჯაფარიძე (მარტა ფუნკი) , სოფიკო ჭიაურელი (ზოსია) , ანდრეი აბრიკოსოვი (მებაღე) , ნიკოლოზ ბოგოლიუბოვი (მარშალი) , ვლადიმერ დრუჟნიკოვი (დობროვი) , ჰელმუტ ზომერი (გენერალი ჰოიხლერი) , სერგეი კარნოვიჩ-ვალუა (ცვეიგელი) , არტურს დიმიტერსი (სენატორი დარკი) , ალფრედ ვიდენიექსი (გენერალი დონალდი) , ოლევ ესკოლა (შნორკე) , ალექსანდრე სმირნოვი (ვოლფგანგ ფუნკი) , ოთარ კობერიძე (შტურმანი რანერ პეტერი) , ვ. ვანი (ბარმენი) , გარი ავენსი , ვ. გრინვიში , ი. ზნამენსკი , ა. ბაუმანი , ი. ვიტკოვსკაია , იანის გრანტინში , დიმიტრი ყიფიანი (ოფიცერი) , ირაკლი ქოქრაშვილი , ვ. კრუმჩაკი , ბორის ნიკიფოროვი , მავრ პიასეცკი , კარლი სებრისი , ანატოლი სმირანინი , ვალენტინ სკულმე , ლ. ტკაჩევი , ირინე მაღალაშვილი

ევროპის მილიტარისტული წრეები ცდილობენ ატომური იარღის გამოყენების უფლება გამოსტყუონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, საკუთარი სამხედრო ბაზა დაბომბონ, დანაშაული საბჭოთა კავშირს გადააბრალონ და პროვოკაცია ახალი მსოფლიო ომის გასაჩაღებლად გამოიყენონ. რადისტი ლეხოვსკი თვითმფრინავში ბომბს აღმოაჩენს, ჩანაფიქრს მიხვდება, ეკიპაჟისგან თვითმფრინავის შემობრუნებას და ბომბის ზღვაში ჩაგდებას მოითხოვს. ხელჩართული ბრძოლის შემდეგ ფაშისტი ფუნკი ბომბის ჩამოგდებას მაინც მოახერხებს, ლეხოვსკი პარაშუტით გადმოეშვება და პროვოკაციას ამხელს. გენერალი ჰოიხლერი, რომელიც საპასუხო სარაკეტო დარტყმის განხორციელებას ვეღარ შეძლებს, თავს მოიკლავს.


გადაღებულია ნ. შპანოვის რომანის მიხედვით