გლახის ნაამბობი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2398 მეტრი, 87 წუთი

გამოშვების წელი: 1961 , პრემიერა: 03.07.1962

 

დამდგმელი რეჟისორი: ლეო ესაკია
სცენარის ავტორი: ვლადიმერ კარსანიძე , ლეო ესაკია
დამდგმელი ოპერატორი: შოთა კილაძე
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი

სასწავლებლად გაგზავნილ ბატონიშვილ დათიკოს ქალაქში თანშეზრდილ ყმას, გაბრიელს გააყოლებენ. ბატონის სიკვდილის შემდეგ ახალგაზრდები სოფელს დაუბრუნდებიან. გაბროს მოხუცი პეპიას გოგო, თამრო შეუყვარდება და ქალის ხელს ითხოვს. დათიკო პირველი ღამის უფლების გამოყენებას მოისურვებს, გაბროს არც თხოვნას, არც მუქარას არ შეისმენს, მას და პეპიას დააპატიმრებინებს, თამროს მოატაცებინებს და საწადელს აისრულებს. სინდისი მალე შეაწუხებს – კატორღისკენ გარეკილი ტუსაღების ბადრაგს თავს დაესხმის და პეპიას და გაბროს გაათავისუფლებს. გაბრო საცოლისთვის შურს იძიებს და დათიკოს მოკლავს.


გადაღებულია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით