შეწყვეტილი სიმღერა

კინომოთხრობა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2767 მეტრი, 100 წუთი

გამოშვების წელი: 1960 , პრემიერა: 07.12.1960

 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი: კონსტანტინე ლორთქიფანიძე , ალბერტ მარენჩინი , ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: რუდოლფ კოვაჩი , ევგენი მაჭავარიანი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე , ტიბორ ანდრაშოვანი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი , გრიგორ კაბალოვი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო , ბედრიჩ ვოდერკა

მეორე მსოფლიო ომის დროს სლოვაკი მეომარი მიშო ზვარა საქართველოში მოხვდება. სოხუმის ჰოსპიტალში დაჭრილი მეგობრის სანახავად მისული ქართველ ექიმს, ელიკო გელოვანს შეხვდება. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ ომი გრძელდება და ჯარისკაცი ფრონტზე ბრუნდება. ერთ–ერთ ბრძოლაში მძიმედ დაჭრილ, ფეხმოკვეთილ მიშოს კვლავ სოხუმის ჰოსპიტალში მოათავსებენ. იგი საყვარელ ქალთან შეხვედრას გაურბის, მაგრამ ელიკო მას თვითონ მოძებნის. ომის დამთავრების შემდეგ წყვილი სლოვაკეთში განაგრძობს ცხოვრებას.