ქაჯანა

 

თბილისის კინოსტუდია  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1917 მეტრი, 70 წუთი

გამოშვების წელი: 1941 , პრემიერა: 27.05.1941

 

დამდგმელი რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
სცენარის ავტორი: კარლო გოგოძე , კონსტანტინე პიპინაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი , კონსტანტინე (კოტე) კვალიაშვილი
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფერდინანდ გეგელე , ვლადიმერ კერესელიძე

მამასახლისი ღარიბი კიკოლას კარ-მიდამოს ხელში ჩაგდებას გადაწყვეტს. მისი დავალებით მკითხავი ბაბალე კიკოლას ცოლს უბედურებას უწინასწარმეტყველებს, თუ მიწას მამასახლისს არ მიყიდიან, მის შვილებს, კატოსა და ქაჯანას კი ავი სულებით აშინებს. ჭიაკოკონობა ღამეს ცელქი კატო ძმას ავსულად გადაცმული გამოეცხადება. ქაჯანას შიშით ენა ჩაუვარდება. ოჯახი ბიჭის განკურნებისთვის ხატთან შესავედრებლად შორეულ სოფელში მიდის, მაგრამ დრო გადის და უკეთესობა არ ჩანს. კატო ხატს ოჯახის შინ გაშვებას შეევედრება და შემთხვევით ხატს გადააყირავებს. ამის შემსწრე ქაჯანა შიშისგან ყვირილს მორთავს – ბავშვს მეტყველება დაუბრუნდება.


გადაღებულია ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
1966 წელს ფილმი გადაამუშავა და რედაქცია გაუკეთა რეჟისორმა კონსტანტინე პიპინაშვილმა