მეგობრობა

დრამა  

თბილისის კინოსტუდია  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2345 მეტრი, 85 წუთი

გამოშვების წელი: 1940 , პრემიერა: 31.03.1941

 

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე , კონსტანტინე ლორთქიფანიძე
დამდგმელი ოპერატორი: შალვა აფაქიძე
დამდგმელი მხატვარი: სერაფიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: გრიგოლ კილაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: სერგო ზაქარიაძე (ვარდენი–ბრიგადირი) , თამარ ციციშვილი (თამარი–აგრონომი) , ლევან ხოტივარი (არისტო–პარტკომის მდივანი) , ემანუილ აფხაიძე (კირილე–კომმეურნეობის თავმჯდომარე) , ტატიანა შარატა-დოლიძე (გალინა–ტრაქტორისტი) , არკადი ხინთიბიძე (ფოსტალიონი) , სტეფან შკურატი (შკურატი კოლ–ბის თავმჯდომარე) , დ. ნეგინა (შკურატის ცოლი) , ლარისა ემელიანცევა (ოქსანა) , ვალერიან დოლიძე (არჩილი–ტრაქტორისტი) , ლ. ლიაშენკო (მტს–ის დირექტორი) , ცეცილია წუწუნავა (კესარია) , სანდრო კანდელაკი (სანდრო) , ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (ჩიტოლია) , ირაკლი ნიჟარაძე , ნიკოლოზ ანჯაფარიძე , შალვა ხუსკივაძე , ალექსანდრე კვალიაშვილი

შრომითი შეჯიბრების ხელშეკრულების დასადებად საქართველოში უკრაინელ კოლმეურნთა დელეგაცია ჩამოდის. სოფელ შრომის მცხოვრებლები სტუმრებს სიხარულით ხვდებიან, ოჯახებში ეპატიჟებიან და უმეგობრდებიან. მალე ქართველებიც ეწვევიან უკრაინელებს. მასპინძლები სტუმრების დახმარებით დიდ მოსავალს აიღებენ. ყველა ერთად ზეიმობს შრომით წარმატებას და ქართველი ვაჟისა და უკრაინელი გოგონას დაქორწინებას.