დაკარგული სამოთხე

კომედია  

სს "სახკინმრეწვი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2270 მეტრი, 83 წუთი

გამოშვების წელი: 1937 , პრემიერა: 15.05.1938

 

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი , დავით რონდელი
დამდგმელი ოპერატორი: ბორის ბურავლიოვი
დამდგმელი მხატვარი: დავით კაკაბაძე , ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი
მონაწილეობენ: დუდუხანა წეროძე (პეპელა) , ბათუ კრავეიშვილი (ლაზარია–მოჯამაგირე) , არკადი ხინთიბიძე (მიქელა–აზნაური) , შალვა ბეჟუაშვილი (ასლანი–აზნაური) , შალვა ჯაფარიძე (ამბაკო–მეზობელი) , ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (არისტო–მაჭანკალი) , ვლადიმერ ტყეშელაშვილი (სოლომონი–მაჭანკალი) , ილია მამფორია (მღვდელი ზოსიმე) , ვასილ ბალანჩივაძე (ბაბუა ანტონი) , შალვა ხონელი (გოგოლაშვილი) (ბოქაული) , ქეთო ჯინჭველაშვილი (ამბაკოს მეუღლე) , გიორგი ჩახავა (დომენტი) , გიორგი ყიფიანი (გრამიტონი) , გიორგი გაბელაშვილი , ირაკლი ნიჟარაძე , ემანუილ აფხაიძე , გიორგი საღარაძე (აზნაური) , მიხეილ ჩიხლაძე (თავადი) , ალექსანდრე (საშა) შონია (აზნაური)

გაღატაკებული აზნაურები, ძმები მიქელა და ასლან კალმახელიძეები მაჭანკლებს მდიდარი საპატარძლოების მოძებნას დაავალებენ. მაჭანკლები ძმებს ერთსა და იმავე ქალს სთავაზობენ. პეპელა, რომელსაც კალმახელიძეების მოჯამაგირე ლაზარია უყვარს, სასაცილოდ აიგდებს სასიძოებს. მიქელა გამდიდრების სხვა გზას მოძებნის – თავს მოიმკვდარუნებს და შემდეგ, "მკვდრეთით აღმდგარი", შესაწირავს კრებს გულუბრყვილო სოფლელებისგან, რომლებსაც საიქიოს ამბებით აბრუებს. ვალებში ჩაფლული ძმების მამული საჯაროდ გაიყიდება. ლაზარიას თავშესაფარიც აღარ დარჩება და ახალი ცხოვრების ასაწყობად პეპელასთან ერთად ქალაქს მიაშურებს.