დაიბადა სოფ. კუხში (ხონის რ–ნი) 1889 წლის 20 აგვისტოს. 1910-1915 წ.წ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. პეტერბურგში საუნივერსიტეტო კურსთან ერთდროულად გაიარა ნახატისა და ფერწერის სასწრაფო აკადემიური სკოლა მხატვარ დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში. შემდეგ მსოფლიო ხელოვნების ძეგლების გასაცნობად და ცოდნის გასაღრმავებლად იგი იტალიასა და გერმანიაში მიემგზავრება. 1920-1927 წ.წ. მუშაობდა პარიზში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობდა კინოსა და თეატრში. 1928–48 წ.წ. იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ხოლო 1933–42 წ.წ. – პრორექტორი. არის ქართული თეატრალური–დეკორაციული ხელოვნების ერთ–ერთი ფუძემდებელი.