ზემო სვანეთის მკვიდრებს სიღატაკე ბარისკენ მიერეკება საშოვარზე. შინ მობრუნებულებს წვალებით მოაქვთ ძვირფასი განძი – მარილი. უგზოობა ხიფათს უქმნის მგზავრებს, ბევრი მათგანი გზაში იღუპება... ახალი დროება სვანეთში ცხოვრებას ცვლის, მთაში გზა გაყავთ.
ვიქტორ შკლოვსკის ჩანაწერებიდან - "ეს შესანიშნავი ფილმი არ იქნა მიღებული. მე, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, კალატოზოვთან ერთად გადავაკეთე ფილმი..." (Шкловский В. За 60 лет: Работы о кино. М., 1985)