დაიბადა გულდიგში (ლატვია) 1892 წლის 21 ივნისს. 1915 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო სამოქალაქო ომის მონაწილე შორეული აღმოსავლეთში (ვლადივოსტოკი). სწორედ იქ გამოიცა 1913 წელს მისი პირველი წიგნი. 1924 წლიდან იყო პეკინის უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის პროფესორი. 1925 წლიდან იყო პირველი სახკინმრეწვის მხატვრული საბჭოს თავმჯდომარე.