1918 წლის სამოქალაქო ომი. მუშები თეთრგვარდიელების მიერ აფეთქებული, შეიარაღებული აჯანყებისთვის მეტად მნიშვნელოვანი რკინიგზის ხაზის აღდგენას შეუდგებიან. მათ რიგებში შეპარული მენშევიკი მუშაობის ჩაშლას ცდილობს, მაგრამ მას გამოააშკარავებენ. რკინიგზას აღადგენენ და აჯანყებულები მაშველი ძალის დახმარებით გაიმარჯვებენ.