აჭარელი სოფლელი ბიჭი შემთხვევით მეზობლის ქათამს მოკლავს. ისმაილისა და ჯემალის ოჯახებს შორის ამ უბრალო მიზეზით დაწყებული დავა მოსისხლე მტრობაში გადაიზრდება, როდესაც მორიგი ჩხუბისას ისმაილის ძმას ჯემალის ძმა შემოაკვდება. სასწავლებლად ქალაქში წასულ მოსისხლეებს კომკავშირლები სისხლის აღების დრომოჭმული ადათის უაზრობაში დაარწმუნებენ. საზაფხულო არდადეგებზე სოფელში დაბრუნებული ისმაილისა და ჯემალის ოჯახები შერიგდებიან – ახალგაზრდები გაიმარჯვებენ.