მონადირე ძმებს, ტურიკოს და მგელიას ერთი ქალიშვილი უყვართ. დავის გადასაჭრელად ძმები წილისყრას გადაწყვეტენ. ქალი ტურიკოს ერგება. პირობის თანახმად, გამარჯვებულმა ძმამ დამარცხებული უნდა მოკლას, მოულოდნელად, მგელიას თავს დათვი დაესხმება. ტურიკო ძმას არ მიეშველება და მგელია მხეცთან ბრძოლაში დაიღუპება. სინდისის ქენჯნა მოსვენებას დაუკარგავს ტურიკოს და, ჭკუაარეული, უფსკრულში გადაიჩეხება.