დაიბადა 1972 წლის 30 ოქტომბერს თბილისში. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1991–1994 წლებში სწავლობდა სამხატვრო აკადემიის კინო–ტელე მხატვრობის ფაკულტეტზე (დიმიტრი თაყაიშვილის სახელოსნო). 1994–1997 წლებში ედინბურგის ხელოვნების კოლეჯის კინო და ტელევიზიის ფაკულტეტზე. არის ხელოვნების ბაკალავრი. 1998 წლიდან ამზადებს დოკუმენტურ ფილმებს და გადაცემებს სხვადასხვა ტელევიზიისთვის. 2002 წელს ფილმისათვის "ბავშვები გისოსებს მიღმა" მიენიჭა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო – ემი (EMMY).