პირიქითა ხევსურეთის სოფელ შატილში სულ 15-მდე ოჯახია, რომელიც ზამთარში, გზის ჩაკეტვის მიუხედავად, სოფელში რჩება. ჟრიამული სექტემბერში, შატილობის მერე კლებულობს და თვენახევარში სოფელი გარე სამყაროს სრულიად წყდება. შატილი თითქმის ბოლომდე იცლება. კობა არაბული სწორედ ამ დროს მიდის შატილში და რამდენიმე კილომეტრში მდებარე მიტოვებულ სოფელ ლებაისკარში დასახლების გადაწყვეტილებას იღებს.