ფილმი ,,რემისია" ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთა სამყაროში შეხედვის მცდელობაა. ბათუმის ნევროლოგიური კლინიკის ქალთა განყოფილების პაციენტები მათი ყოფის სირთულეებზე, ამ ავადმყოფობასთან ერთად ცხოვრებაზე, გამოცდილებაზე, შიშზე, იმედგაცრუებასა და იმედზე საუბრობენ. ქალბატონებმა ხაზი გაუსვეს დაავადების თანხმლებ სოციალურ სირთულეებს და ძალადობას, რომლის მსხვერპლიც ამ დაავადების გამო ხდებიან.