2010 წლის სექტემბერში დუბაიდან ინდოეთისკენ მიმავალ ბერძნულ ტანკერს OLIB GG-ს, სადაც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა, გემთმფლობელმა ყალბი საბუთები და არასწორი კოორდინატები მიაწოდა. გემი სომალელმა მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელში და გამოსასყიდად 15 მილიონი ამერიკული დოლარი მოითხოვეს. მეზღვაურების ტყვეობა და წამება 16 თვეს გაგრძელდა.