60 წლის მოხეტიალე ჯამბაზს - ოლეგ თავაძეს - საცირკო დასში ორად ორი წევრი დარჩა, ორივე მასზე უფროსია. ხანში შესული მსახიობები აუდიტორიის გართობას ვეღარ ახერხებენ. მათი ნომრები უკვე ორი წელია, თბილისის ცირკის არენაზე არ მოხვედრილა, ისინი აღარც ,,შაპიტოს" დირექტორს მოსწონს. ერთადერთი იმედი წარმოდგენების ღრმა სოფლებში გამართვაა. დასის გადასარჩენად ოლეგმა ახალგაზრდა შემცვლელის მოძებნა გადაწყვიტა.