ნოდარ დუმბაძე

14/07/1928  - 14/09/1984

დაიბადა ქ. თბილისში 1928 წლის 14 ივლისს, ქართულ ინტელიგენტურ ოჯახში. ცხრა წლისამ 30-იანი წლების რეპრესიების გამო დაკარგა მშობლები, ობლად დარჩენილი ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს მშობლიურ სოფელ ხიდისთავში. სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში, იქვე მუშაობდა 1957 წლამდე, შემდეგ იყო ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ხოლო 1981 წლიდან გარდაცვალებამდე ამ კავშირის თავმჯდომარე და სსრკ მწერალთა კავშირის მდივანი. დაკრძალულია მისი ინიციატივით დაარსებულ საბავშო ქალაქბაღში "მზიურში".

ფილმოგრაფია