დაიბადა 1929 წლის 10 აგვისტოს, ქ. სიღნაღში. 1948–53 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა). 1953–58 წ.წ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სკოლებში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, 1958–61 წ.წ. – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის ფოტოკორესპონდენტად, 1961–89 წ.წ. – კინოოპერატორად ჯერ საქართველოს ტელევიზიაში, შემდეგ – კომპანია ”ქართულ ფილმში”. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979).

ფილმოგრაფია