დაიბადა თბილისში 1957 წლის 13 იანვარს. 1964 წელს შევიდა ვაიმარის (გერმანია) სკოლაში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკური სკოლა. 1975 წლიდან მუშაობდა სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში ოპერატორის ასისტენტად. 1976–79 წ.წ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კინოფოტო ხელოვნების ფაკულტეტზე. 1979–80 წ.წ. სწავლა განაგრძო მოსკოვში, საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში კინოსაოპერატორო უმაღლეს კურსებზე. 1980 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "მემატიანეში" კინოოპერატორად. არის ოპერატორების საერთაშორისო ასოციაციის წევრი (ჰოლივუდი).

ფილმოგრაფია