დაიბადა 1946 წლის 23 ივნისს ქ. თბილისში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1971 წელს მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტი (ВГИК) - კინორეჟისურის ფაკულტეტი (რომან კარმენის სახელსნო). 1968-1974 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში კინორეჟისორად. 1974 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმში” კინორეჟისორად. 1986-1991 წლებში კინოსტუდია “ქართული ფილმის” ახალგაზრდული შემოქმედებითი გაერთიანება “ადამ და ევას” სამხატვრო ხელმძღვანელად. 1988-1992 წლებში იყო ქართულ-ინგლისური ფირმა “მთვარის გლობუსის” გამგეობის წევრი და დირექტორი. 2004-2006 წლებში კინოსტუდია “მემატიანეს” დირექტორი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1974).

ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:

პროდიუსერია ფილმების: