საქართველოში 200 მეჩეთი და მედრესე არსებობს, მისი 4,5-მილიონიანი მოსახლეობიდან 1,5 მილიონი მუსულმანია. "აქ, საქართველოში, მეფე დავით აღმაშენებელმა მუსულმან მეცნიერებს, ღვთისმეტყევლებს და სუფიებს ისეთი პატივი მიაგო, როგორიც მათ არ ჰქონიათ თვით მუსულმანებთან", ამბობს მე-12 საუკუნის არაბი ისტორიკოსი აჰმად ალ ფარიკი. თბილისის მეჩეთი ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ. ასეთია ქართველთა ეთნოკონფესიური გამოცდილება და ისტორიული წარსული.