დაიბადა 1952 წლის 30 იანვარს ქ. თბილისში. 1969-74 წ.წ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, 1976-78 წ.წ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის კათედრის ასპირანტურაში, 1978 -82 წ.წ. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სამეცნიერ-პოპულარული და დოკუმენტური კინოს განხრით (გურამ ჟვანიას სახელოსნო). 1982 წლიდან მოღვაწეობს სტუდია „მემატიანეში“. 1990-91 წ.წ. იყო ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის ლექტორი - დოკუმენტური კინოს დრამატურგია. არის მრავალი ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი. 1988-2000 წ.წ. ინდოეთის ქალაქ გოაში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების მიკვლევის სამი სამეცნიერო კინოექსპედიციის მონაწილე.