დავით ბორჩხაძეს კინოინდუსტრიაში მოღვაწეობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა ტელეარხთან მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ გადაღებული აქვს პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “სეზონი” და სამასზე მეტი სარეკლამო რგოლი. “მეზობელი” მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარია.