ოთხი ერთმანეთისაგან განსხვავებული მეგობარი ბათუმში დასასვენებლად მიემგზავრება. პირველივე დილას აღმოაჩენენ, რომ მათ გარდა ქალაქში არავინაა. შიშის მიუხედავად ისინი გადაწყვეტენ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა: აცარიელებენ მაღაზიის დახლებს, გამოაქვთ ძვირფასი სამკაულები, სასმელები, ტანსაცმელი და ა.შ. ერთდღიანი გართობის შემდეგ ისინი ქალაქის დატოვებას განიძრახავენ, თუმცა გასასვლელი გვირაბი მათ ისევ ცარიელ ქალაქში აბრუნებს. აქედან იწყება მათი კოშმარული თავგადასავალი.