მწერალი, დრამატურგი, კინოსცენარისტი.
დაიბადა 1980 წლის 18 დეკემბერს, ქ. თბილისში. ცხრამეტი წლის ასაკში დაიწყო წერა. 2002 წლიდან დღემდე მისი მოთხრობები აქტიურად იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალში, მათ შორის რუსეთსა და ამერიკაში. 2002 წელს ფსევდონიმით „ზემხა“ გამოიცა მისი პირველი კრებული „10+2“. 2005 წელს ასევე ფსევდონიმით გამოიცა ახალი კრებული „შენ“. შემდეგი ორი კრებულის გამოცემისას ავტორმა სახელი და გვარი დაიბრუნა და გამოსცა მოთხრობების კრებული „მრავალჯერადი ბოთლები“ (2008), რომელიც ნომინირებული იყო პრემიებზე „გალა“ და „საბა“. 2010 წელს ამერიკულ–ქართული გამომცემლობის „ალიანსი“–ს დაკვეთით დაიწერა და გამოიცა რომანი „iratta.ru“, რომელიც რუსეთ–საქართველოს ომზე მოგვითხრობს. 2010 წელსვე გამომცემლობამ „დიოგენე“ გამოსცა გურამ მეგრელიშვილის კიდევ ერთი ახალი კრებული „ადამიანის ქალაქი“. მისი სცენარით გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმები „კვენტინის სათვალე“ და „seazone“.