დავით კანდელაკი

16/02/1903  - 25/06/1960

დაიბადა 1903 წლის 16 თებერვალს. 1921–1923 წლებში სწავლობდა სამხედრო სკოლაში, 1926-1930 წლებში – ლენინგრადის ფოტოკინო ინსტიტუტში. 1926–1932 წლებში მუშაობდა ლაბორანტად, ოპერატორის ასისტენტად და ოპერატორად ლენინგრადის ”სოვკინოს” ფაბრიკაში, 1932–1934 წლებში ბაქოს კინოსტუდია ”აზერფილმში” ოპერატორად. 1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” ოპერატორად. ავტორია წიგნებისა: ”ფოტოგრაფია და ფოტომოყვარულები” (1950), ”ჩვეულებრივი და ფერადი ფოტოგრაფია” (1953), ”ფოტოხელოვნება” (1955), ”კინოხელოვნება” (1957). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1953), ”საპატიო ნიშნის” ორდენოსანი (1958, 1960).

ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:

სცენარის ავტორია ფილმების: