ეკა ქუთათელაძე

05/05/1956

დაიბადა 1956 წლის 5 მაისს. 1977 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, პროფესორ გიზო ჟორდანიას ჯგუფი. 1977 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მეტეხის დრამატულ თეატრში, კინოსტუდია "ქართული ფილმში". სხვადასხვა დროს იყო გახმოვანების მსახიობი ტელეკომპანიებში – მე-9 არხი, 1 არხი, მზე, ნიუარტ ვიდეო, ინტერნიუს სერვისი, საქართველო. მუშაობდა მეტყველების პედაგოგად - ხელოვნების ინსტიტუტში, ტელე-რადიო ინსტიტუტში, ბავშვთა სტუდია "ბასტი - ბუბუში", პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ თეატრში. 1993 წლიდან დღემდე მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მეტყველების პედაგოგად. 2006 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "პირველი ნაბიჯის" მეტყველების თერაპევტი. 2010 წლიდან ხელოვნების მუშაკთა სახლთან არსებული თეატრალური ინსტიტუტის მეტყველების პედაგოგია. არის თეატრისა და კინოს უმაღლესი კატეგორიის მსახიობი.

ფილმოგრაფია