ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას: კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის, 16 წლის ბიჭის დაბეზღებას ითხოვენ. თუ დათანხმდება, წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ, ხოლო თუ უარს იტყვის, 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება.