ორი მსახიობი

კინოკომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 510 მეტრი, 19 წუთი

გამოშვების წელი: 1957

 

დამდგმელი რეჟისორი: რამაზ ჭიაურელი
სცენარის ავტორი: რამაზ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორი: იური რიშკოვი
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ სეხნიაშვილი
კომპოზიტორი: გიორგი ცაბაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: პავლე შნაიდერი

ორი მსახიობი, ორი მეგობარი შაშო და კაკო მატარებლით ბაკურიანში საგასტროლო მოგზაურობისას რამოდენიმე სცენას გაითამაშებენ. მათ ნახავთ ლუდის გამყიდველად, მძღოლად და მატარებლის გამყოლადაც კი.