მე, პელეს ნათლია!

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2134 მეტრი, 78 წუთი

გამოშვების წელი: 1991

 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ (უმც) ჭიაურელი
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი , ლევან ჭელიძე , მიხეილ (უმც) ჭიაურელი , დევი ივანოვ-ჩიქოვანი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი გერსამია
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე , შოთა შანიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. ზილბერნიკი
მონტაჟი: ეკატერინე (ეკა) გურამიშვილი

მცირე ხელფასით და მოუწყობელი ყოფით თავმობეზრებული რიგითი საბჭოთა ინკასატორი პოეტურ სამყაროს გამოიგონებს. ახლობლებს ფეხბურთის მეფესთან, პელესთან და მამამისთან მეგობრობის, იტალიის ჩემპიონატზე პელესთან შეხვედრის გამოგონილ ამბებს უყვება, თვითონაც იჯერებს თავისსავე ნაოცნებარს, მაგრამ ერთ დღეს ელექტრობოძს დაეჯახება და რეალობას დაუბრუნდება.